Thursday, June 7, 2018

viqtorina(saswavlo resursi)

gakvetilis gegma


პედაგოგი ნაჩხატაშვილი თამარი  
თარიღი 02.03.2018  
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა  
სწავლების საფეხური/კლასი დაწყებითი საფეხური; მე–6 კლასი  
მოსწ.რაოდენობა 13 მოსწავლე  
სსსმ მოსწავლე კლასში არ არის სსსმ მოსწავლე  
თემა ვაჟა–ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“–შემაჯამებელი გაკვეთილი  
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და ამოცანები მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა–ფშაველას ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს.
გაიგებენ,რა შეფასებას აძლევს ვაჟა თელავის სას.სემინარიაში გატარებულ წლებს.
შეიტყობენ,სპორტის რომელი სახეობით იყო გატაცებული.
იმუშავებენ ჯგუფურად და გააკეთებენ პრეზენტაციებს ვაჟა–ფშაველას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.
გაავლებენ პარალელს სხვა ნაწარმოებებთან.
ისწავლიან ავტობიოგრაფიის(CV-ს) წერას.  
წინარე ცოდნა ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფია.
დამატებითი ცნობები მწერლის ცხოვრების შესახებ.
აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი.“  
ესგ მისაღწევი შედეგი ქართ.VI.1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის აუცილებელი უნარ–ჩვევა.
ქართ.VI.2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი დეტალების შეფასების უნარი.
ქართ.VI.5. მოსწავლეს დისკუსიაში მონაწილეობის ჟგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
ქართ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება–გაანალიზება.  
გაკვეთილი მსვლელობა/მენეჯმენტი                                       Aფაზა(შესავალი)
მისალმება; კლასის ორგანიზება; მიზნების გაცნობა.2წთ
კითხვა–პასუხის მეთოდით მოსწავლეები ასახელებენ გაკვეთილის თემას და ავტორს.
ასოციაციური რუკა.(ვაჟა–ფშაველა რა ასოციაციებს იწვევს მოსწავლეებში.მაგ. მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, მეამბოხე...).
ვაჟა–ფშაველას ნამდვილი სახელი და გვარი?(ფსევდონიმზე დაკვირვება; როდის შეარქვეს და რატომ).                        3წთ
                            Bფაზა(ცოდნის კონსტრუირება)                         
1.ტექსტზე გადასვლა(კითხვა–პასუხის მეთოდი; მთელი კლასი).
2. სათაურზე დაკვირვება.
3.ვის მიუძღვნა ნაწარმოები და ვისი თხოვნით დაწერა?
4. როგორი ტიპის ტექსტია?(ვაკეთებთ ბიოგრაფიასა და ავტობიოგრაფიას შორის შედარებას).
5. პარალელების გავლება სხვა ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებთან: აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი,“ დავით კლდიაშვილის „ჩემი ცხოვრების გზაზე,“ ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია.
6.როგორ იწყებს ტექსტს მწერალი?(„ვასრულებ ჩემი მეგობრების თხოვნას....“
7.რას ამბობს ის მშობლებზე?(მოკლედ ვისაუბრებთ;ასევე, გავიხსენებთ გიორგი შატბერაშვილის მოგონებას პავლე რაზიკაშვილზე).
8. რას თვლის ვაჟა თელავის სემინარიაში გატარებული წლების ერთადერთ ნაყოფად?
9. იგი ამბობს: ქართულს ვინ გვაღირსებდაო...რატომ?(პარალელი აკაკის ნაწარმოებთან)7წთ
10. ბავშვების მიერ შედგენილი ვაჟა–ფშაველას ფოტოალბომის პრეზენტაცია.                                                                                2წთ
ყოველივე ამის შემდეგ გადავდივართ ჯგუფურ სამუშაოზე...კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და ვაძლევ დავალებებს:
I ჯგუფი– „სწავლა–სწავლება თელავის სემინარიაში“
II ჯგუფი– „მოკრივე ვაჟა–ფშაველა“
III ჯგუფი– „შეყვარებული ვაჟა–ფშაველა“                    7წთ
11. ნამუშევრების პრეზენტაცია.                                      15წთ
                           C ფაზა(რეფლექსია)
შევაჯამებთ გაკვეთილს. მოსწავლეები აღნიშნავენ თუ რა იცოდნენ მწერლის შესახებ და ამ ნაწარმოებით როგორი კუთხით წარმოჩნდა იგი. რა იყო მათთვის საინტერესო და ახალი.                                                                               2წთ  
შეფასება
საშინაო დავალება განმსაზღვრელი; განმავითარებელი.                                  2წთ
ვსვამ კითხვას,თუ რას ვუწოდებთ ავტობიოგრაფიას დღეს. შემდეგ მონიტორზე ვუჩვენებ CV-ს და ვურიგებ ამობეჭდილ ფორმებს,რომლებიც სახლში უნდა შეავსონ.                               2წთ  
რესურსები სახელმძღვანელო, დაფა,ცარცი,მარკერი,ფორმატი,კომპიუტერი,პროექტორი,“ჩემი წუთისოფელი“–სრული ვერსია.